სალომე ზურაბიშვილმა და გიტანას ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები