ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვა მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე

“ლიეტუვა მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მონაწილეობდეს, რაც შექმნის შესაძლებლობას, რომ დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.

„ლიეტუვა მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც პირადად აიღო ეს ინიციატივა და იქცა ამ შეთანხების მონაწილედ. 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მონაწილეობდეს. ეს შექმნის შესაძლებლობას, რომ დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები