სალომე ზურაბიშვილი – ლიეტუვის პრეზიდენტს: მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას
„მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ დაძლია შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირმა ითამაშა.
„მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გვყავს მყარი მეგობარი, რომელიც ამ რთულ გზაზე მოგვყვება. ეს წელი გადამწყვეტია, ესაა საქართველოსთვის, პოლიტიკურად, მნიშვნელოვანი წელი – ჩვენ დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა. ეს იყო იმის ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოსა და რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.