გიორგი ვოლსკი: წინ ვერ აღვუდგებით ამომრჩეველს, ბიუჯეტში თანხას ამომრჩეველი იხდის, რომ პარტიებმა საკუთარი ვალდებულებები და ფუნქციები შეასრულონ

“წინ ვერ აღვუდგებით ამომრჩეველს, ბიუჯეტში თანხას ამომრჩეველი იხდის, რომ პარტიებმა საკუთარი ვალდებულებები და ფუნქციები შეასრულონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როცა სურვილი გაუჩნდებათ, რომ საბოტაჟი მოაწყონ, ინსტიტუტის საქმიანობა შეაჩერონ, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წინ ვერ აღვუდგებით ამომრჩეველს და ეს თანხა არის ამომრჩევლის, თანხას იხდის ამომრჩეველი ბიუჯეტში იმისთვის, რომ პარტიებმა საკუთარი ვალდებულებები და ფუნქციები შეასრულონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები