სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ლიეტუვის პრეზიდენტი, ასევე, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები