გივი მიქანაძე: ოპოზიციისგან ამდენი თვის განმავლობაში საზოგადოების მოტყუება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ვითომ გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია

“ოპოზიციისგან ამდენი თვის განმავლობაში საზოგადოების მოტყუება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ვითომ გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სიტყვები ფაქტებით გამყარებული არ არის.

„ოპოზიციისგან ამდენი თვის განმავლობაში საზოგადოების მოტყუება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ვითომ გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია. ახლა მათ კომისიის მუშაობის ფონზე თავის მართლება უწევთ საზოგადოებასთან, თუ რატომ არ იღებენ ამ პროცესებში მონაწილეობას და არაერთი უსაფუძვლო ახსნა მოაქვთ, რომ ვითომდა უკვე იმდენი დროა გასული, რომ ახლა აზრი არ აქვს ამ გადათვლის ჩატარებას, რომ მათი მონაწილეობის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ და უამრავი რაღაც, რასაც არანაირი გამყარებული ფაქტი არ აქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები