გიორგი ვაშაძე: დამერწმუნეთ, პარტიების დაფინანსებაზე კანონი რომ მიიღონ, მაინც გაუქმდება

“დამერწმუნეთ, პარტიების დაფინანსებაზე კანონი რომ მიიღონ, მაინც გაუქმდება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიის დასკვნას ეწინააღმდეგება.

„მეცინება უბრალოდ, რომ ყველაზე დიდი პარტია, „ქართული ოცნება“ ყველაზე პატარა პარტიას, „ლეიბორისტულ პარტიას“ სჯის ახლა და ეუბნება, კაპიკებს, რომელიც უნდა მიიღო პარტიული საქმიანობისთვის, ვეღარ მიიღებ. ეს არის ძალიან იაფფასიანი ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. დამერწმუნეთ, რომ ეს კანონი, რაც  უნდა მიიღონ, მაინც გაუქმდება, მოუწევთ, გააუქმონ ეს კანონი, რადგან ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები