კახა ჯანაშვილი ნინო გიორგობიანს – დღემდე არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შევძელით შენისთანა ადამიანების თანადგომით

კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, ნინო გიორგობიანს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა, სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით ხერხდება.

“დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის სახელით და პირადად ჩემგან,  სახალხოდ მინდა გადავუხადო მადლობა ასე გაიშვიათებული გულისხმიერებისთვის,  სწორი და დროული კომუნიკაციისთვის და  ადამიანის სიცოცხლისთვის ზრუნვისთვის ნინო გიორგობიანს,  მადლობა მეგობარო,  ასეა,  ნამდვილად,  ბავშვების სიცოცხლე “პროტოკოლებით”  არ უნდა იზომებოდეს,  ამ ომში ყველა გზა გამართლებულია,  მე ასე მწამს და ასე შევძელით დღემდე არაერთი სიცოცხლის გადარჩენა,  შენისთანა ადამიანების თანადგომით”, – წერს ჯანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები