საავტომობილო გზების დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს

   საავტომობილო გზების დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობას“ პასუხობს. უწყებში კატეგორიულად გამორიცხავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს, ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია ”სერპანტინმა” 2013 წელს 4 ტენდერში  გაიმარჯვა და მხოლოდ თავისი საქმიანობის არეალში – კახეთის რეგიონში.
“სიცრუეა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, თითქოს, საგზაო კომპანია ”სერპანტინს” საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია ”სერპანტინმა” 2013 წელს 4 ტენდერში  გაიმარჯვა და მხოლოდ კახეთის რეგიონში.
 აღნიშნულმა კომპანიამ 2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე 2 საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოცხადებულ 4 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები