ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერი გუგულს შეადარა: გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება

“გიორგი გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობას მმართველმა გუნდმა მარტივად შეუშალა ხელი.

“ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43-პროცენტიანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა, ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს. ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის, ოპოზიციურ მედიაში. ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას და ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები