„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ „ვანიჩკას გვამებზე“ გააკეთოს კომენტარები“
პარლამეტის უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ პრემიერის სიმამრის თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც „კვირას“ სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა, ირმა ნადირაშვილს ურჩევნია ბიზნესინტერსები თანაგუნდელებთან მოიკითხოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა. მაგათ ის ურჩევნიათ თავიანთ ბიზნესინტერესებს გადახედონ, მშობლებზე გადაფორმებული ბიზნესებიდან შემოსავლები 40-70 მილიონზე მეტს რომ სჭარბობს, ის მოიკითხოს. საერთოდ რა მორალური უფლება აქვთ, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს განცხადებები აკეთონ? ეგენი სექტის წარმომადგენლები არიან! გგონიათ, ეგ პარტიაა? ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ სექტაა. ეგენი არიან დამნაშავეები, მაგათ მორალური უფლება არ აქვთ, რაიმე სახის განცხადებები აკეთონ, რომელი ერთი ჩამოვთვალო… დაწყებული იმ დღიდან, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბოლოს, ვანიჩკა გვამებზე რომ საუბრობდა – ოპერაცია „გვამები“, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ! ჯერ „ვანიჩკას გვამებზე“ გააკეთონ კომენტარები. უკვე სასაცილო მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები. ვინ ლაპარაკობს ამას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეგენი მორალთანაც უნდა იყვნენ ახლოს, რომ მათ განცხადებებზე, კომენტარი გავაკეთო“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ჯაჭვლიანი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერმინისტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა. “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრის ოჯახში კორუფციაზე საუბრობს. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“, რომლის 51%-ის მფლობელი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი თამარ ჯანყარაშვილია.