რომან გოცირიძე: როგორც დედამიწა ვერ მოწყდება მზის ორბიტას, ისე ვერ მოწყდება გახარია ივანიშვილს

“როგორც დედამიწა ვერ მოწყდება მზის ორბიტას, ისე ვერ მოწყდება გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას აღნიშნა.

​”როგორც დედამიწა ვერ მოწყდება მზის ორბიტას, ისე ვერ მოწყდება გიორგი გახარია ვერასდროს ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მარტივი დასკვნა. ეს არის მათი შიდა ომი და კიდევ უამრავი კომპრომატი და თავსლაფდასხმა იქნება როგორც, ერთის, ისე მეორის მხრიდან.

მოკლედ, როგორც ქართული ანდაზა იტყვის – “არა შეჯდა მწყერი ხესაო”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები