თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლით მოგებული სანაძლეოთი, “გირჩი” მედიას ხინკალზე ეპატიჟება

“გირჩის” ლიდერების განცხადებით, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სანაძლეო მოიგეს, ამიტომაც, დეპუტატებსა და მედიას ხინკალზე ეპატიჟებიან.

“ამ დღეებში დაკავებულები ვართ, ბევრი საქმე გვაქვს. არ გვინდა, დავძაბოთ სიტუაცია, პირიქით, გვინდა, დაწყნარდეს. ჩაცხრება ემოციები, შეიძლება, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები შემოგვიერთდნენ და აუცილებლად დაგპატიჟებთ მედიას ხინკალზე,“ – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქმე ეხება პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ალექსანდრე რაქვიაშვილსა და იაგო ხვიჩიას შორის ხინკალზე დადებულ სანაძლეოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები