გიორგი ვაშაძე – გახარიაზე: გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, რომ სწორედ ის გახდეს პირველი

“გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, რომ სწორედ ის გახდეს პირველი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებლის, გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის, გახარიას ჩათვლით, მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე.

„გიორგი გახარიას ნათქვამიდან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის ვეზირთა ბრძოლა სამეფო კარზე, ვინ იქნება პირველი. სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, სწორედ ის გახდეს პირველი. ქვეყანაში. ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა და არის შიმშილი. „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის, გახარიას ჩათვლით, მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე. ეს იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები