კარლ ჰარცელი: ველოდები, რომ „ნაცმოძრაობა“ განიხილავს შეთანხმებაზე ხელმოწერას და წარმოჩნდება, როგორც კონსტრუქციული ძალა

“გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს.

„გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. იმედი მაქვს და ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას და წარმოჩნდება, როგორც კონსტრუქციული ძალა და როგორც პარლამენტში ყოფნის პასუხისმგებლობის აღება, ასევე, დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობის გამოყენება ამ მზაობის ძლიერი სიგნალი იქნება“, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები