ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 17%, ხოლო სიკვდილიანობა 21%-ით არის შემცირებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ერთი კვირის გლობალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 31 მაისი-6 ივნისის პერიოდში ევროპაში ვირუსით 368 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ევროპაში დაავადებას 8 ათასზე მეტი პაციენტი შეეწირა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება გლობალურ მაჩვენებელს, 31 მაისის-6 ივნისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 3 016 005 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

ასევე, შემცირებულია სიკვდილიანობის სტატისტიკა. კერძოდ, 31 მაისი-6 ივნისის პერიოდში ვირუსს 73 807 ადამიანი შეეწირა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 31%-ით; თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება აფრიკაში – 25%.

სიკვდილიანობა გაზრდილია დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში 19%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 4%-ით, ასევე, აფრიკაში 2%-ით; მაგრამ ევროპის გარდა შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 21% -ით და სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები