ვლადიმერ ბოჟაძე – ,,ტვ პირველის” გამოკითხვაზე: ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა ,,ნაცების” და მაქსიმუმ პირდაპირ მათ საქმეს აკეთებს

„ერთი შეხედვით ეს სულელური და არასერიოზული გამოკითხვა, რომელიც გუშინ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიამ გააკეთა, არც სულელურია და არც არასერიოზული. ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია როგორც მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა “ნაცების” და როგორც მაქსიმუმ პირდაპირ მათ საქმეს აკეთებს“, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე ,,ტვ პირველის” გამოკითხვას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კარგად იციან გაქცეულმა სააკაშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რომ არც ახლა, არც შემოდგომაზე და არც სამი წლის მერე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” დამარცხების შანსი არ აქვთ.

„ერთი შეხედვით ეს სულელური და არასერიოზული გამოკითხვა, რომელიც გუშინ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიამ გააკეთა, არც სულელურია და არც არასერიოზული. ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია როგორც მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა “ნაცების” და როგორც მაქსიმუმ პირდაპირ მათ საქმეს აკეთებს. კარგად იციან გაქცეულმა სააკაშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რომ არც ახლა, არც შემოდგომაზე და არც სამი წლის მერე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” დამარცხების შანსი არ აქვთ. ამიტომ, წინ დაიყენეს გახარია და მთელი ძალებით აპიარებენ, რომ ამ კაცმა როგორმე “ოცნებას” ხმები წაართვას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში შეასრულოს გადაწმყვეტი როლი. ცხადია, ამას გახარიაც კარგად ხვდება, მაგრამ მაინც აკეთებს. ახლა მთავარი ის არის, რატომ ცდილობს “ნაცმოძრაობის” რეინკარნაციას მთელი თავისი რესურსით. ორი ვარიანტია, ან “ნაცებთან” არის შეკრული ან ვინმეს სამაგიეროს ამ ფორმით უხდის. ყველაფრის მიუხედავად, თუ “ოცნებამ” ეს დაბრკოლებაც გადალახა და ამ არჩევნებში 49 პროცენტი აიღო, იმ დღესვე დასრულდება ახლადშექმნილი პარტიის ცხოვრება და იმ დღესვე დასრულდება გახარიას პოლიტიკოსობა. ჯერჯერბით საქმე სწორედ ამ სცენარისკენ მიდის, რასაც მნიშვნელოვანი ბიძგი ბიძინა ივანიშვილის განცხადებამაც მისცა“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები