“დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები