გიგი უგულავა: გახარიას თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ – მე მას დავიცავ

“გიორგი გახარია სანამ 20 ივნისზე სრულ სიმართლეს არ იტყვის, თუნდაც საკუთარ თავთან, სანამ ოდნავ მაინც თანაგრძნობა არ ექნება თვალგამოთხრილი ადამიანების მიმართ, ჩემთვის გულის რევისა და ზაფვრის ობიექტია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“გახარია სანამ 20 ივნისზე სრულ სიმართლეს არ იტყვის, თუნდაც საკუთარ თავთან, სანამ ოდნავ მაინც თანაგრძნობა არ ექნება თვალგამოთხრილი ადამიანების მიმართ, ჩემთვის გულის რევის და ზაფვრის ობიექტია, მაგრამ ხვალ რომ გახარიას ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ – მე მას დავიცავ, დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია ან რაიმე ღირებულებას წარმოადგენს. მას არანაირი ღირებულებები არ აქვს, არანაირი პრინციპები არ აქვს. რაც არ უნდა ბოროტებად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის მეტასტაზები და საცეცები არიან კობახიძე და დანარჩენები. ახლა ფაქტია, რომ გახარია მის წინააღმდეგ არის იმიტომ, რომ ყოველი მისი ხმა არის დაკლებული “ქართული ოცნებისთვის”, ამიტომ, ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არ არის მანამდე მაინც, სანამ ჩემი მტერი ჩემს ქვეყანას ძიძგნის და ჩემი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია ჩემთვის ფოკუსის აცდენაა”, – წერს უგულავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები