დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის.
„ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა. ივანიშვილი ამბობს, რომ თებერვალში გახარიას ქმედება პარტიისა და სახელმწიფოს ღალატი იყო.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, 29 მაისს კი პოლიტიკური გაერთიანება – „საქართველოსთვის“ დააფუძნა.