თამარ გაბუნია: ივნისში ჩვენ ველოდებით „ასტრაზენეკას“ დამატებით 43 000 დოზას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ივნისში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს.

„ივნისში ჩვენ ველოდებით „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს, დაახლოებით, 43 000 დოზა გვაქვს კიდევ „კოვაქსის“ პლატფორმიდან მისაღები, რაც ივნისში უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებს, როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, ამას გაგიზიარებთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები