ეკატერინე ტიკარაძე მკურნალობას ბინაზე აგრძელებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ტიკარაძე ბინაზე მკურნალობას აგრძელებს.
“ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბინაზე აგრძელებს თვითიზოლაციასა და მკურნალობას. როგორც კი “პისიარ” პასუხი უარყოფითი ექნება, დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – აღნიშნა გაბუნიამ.