როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა – თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოკლე ხანში იქნება იმის საშუალება, რომ საქართველოში „ფაიზერის“ შემოტანის ზუსტი ვადები გახდეს ცნობილი.

„რაც შეეხება „ფაიზერთან“ მუშაობის დეტალებს, პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ – 30 მარტიდან, ,,სინოფარმით” – 4 მაისიდან, „სინოვაკით“ კი – 24 მაისიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები