ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს დღეიდან ვაქცინაციის საშუალება რეგიონებში ექნებათ

დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა ბათუმსა და თელავში აიცრებიან.

“ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ: https://gnta.ge/ge/registration-form/…

ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები