ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 5, 2%. ვაჭრობის კუთხით შემცირება იყო 14, 6%-ით.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმი დააზიანა, შესაბამისად, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებული იყო 81%-ით.

მისივე ინფორმაციით, ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 9.6 %-ით გაიზარდა ხოლო უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53%-ით შემცირდა .

„მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილთან შედარებით, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების შესრულებამ შეადგინა 104,3%, დეფიციტი მაინც საკმაოდ მაღალი, 9,3% იყო.

საბაზისო სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, რაც გვაძლევს დამატებით შემოსავლებს და დეფიციტის შემცირების საშუალებას 7,1%-მდე თუმცა, მოლოდინები გვაქვს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის. მომდევნო ოთხ წელიწადში პანდემიიდან მიყენებული დანაკლისის 80%-იანი აღდგენა იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პარამეტრებს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები