საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და პირველი ლედი ეწვევიან, – ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტი 10 ივნისს დაიწყება და ორ დღეს გაგრძელდება.
„ვიზიტის მიზანია სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მისწრაფებებისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.