ფილიპ რიკერი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის, ნატო-ში

“აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის, ნატო-ში”, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის, ნატო-ში ინეტგრაციას და ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. მოგეხსენებათ, ამ ბრძოლაში აშშ მხარში უდგას საქართველოში და ვაქცინით მოხდება საქართველოს დახმარება. საქართველო პირველი იქნება იმ ქვეყანებში, რომელიც გამოყოფილი 25 მილიონი დოზა ვაქცინიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა რიკერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები