მამუკა მდინარაძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოწოდებულნი არ არიან საქმის კეთებისთვის, მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულნი
“დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოწოდებულნი არ არიან საქმის კეთებისთვის, მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულნი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” საფირმო ნიშანია.
„გამოგონილი არგუმენტებით უარს ამბობენ, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ. დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოწოდებულბი არ არიან საქმის კეთებისთვის, მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. მათი მიზანი იყო, ქვეყანა აერიათ და როგორმე რამე მომხდარიყო, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირათ. მათი მიზანი არის დეკლარირებული. ისინი აცხადებენ, რომ იმუშავებენ არა ხალხის საჭიროებაზე, არამედ ამბობენ, რომ პარლამენტში ტრიბუნას გამოიყენებენ არჩევნებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.