ცესკო-ში საარჩევნო რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც ელექტრონული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ლეიბორისტული პარტიის წევრმა“, რომელმაც შეხვედრაზე თამარ ჟვანიას ყოფნა გააპროტესტა, რადგან მას უნდობლობას უცხადებს.
შეხვედრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში იმართება და ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორიცაა შტრიხკოდი, სახის იდენტიფიცირება, ბარკოდიანი ბიულეტენები და კამერის თანდასწრებით ბიულეტენების დათვლის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები