“კვების გამოტოვება, უძილობით დასჯა” – რას ყვება ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატზე
ომბუდსმენი ძალადობის იმ ფორმებზე საუბრობს, რომლებიც, მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონატში ხდებოდა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
,,რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ და ხელში ეჭირათ სკამები, ხდებოდა კვების გამოტოვება და აყურებინებდნენ აღმზრდელები, როგორ იკვებებოდნენ სხვები. მაგალითად, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ფეხზე დგომით დასჯა. ასევე, ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი როგორც ხელით, ასევე, ჯოხებითა და სხვადასხვა ნივთით. ასახელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობის ფორმებსაც, მათ შორის, შეურაცხყოფას მათი მშობლების მისამართით. რაც ყველაზე მტკივნეული იყო მათთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.