დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს

“ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ვინმე ივანიშვილის გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს.

„სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს და რას არ უწოდებს. ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები