გიორგი ბოტკოველი: ერთმანეთში არკვიონ გახარიამ და ივანიშვილმა, ვინ ვისი კაცია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“ერთმანეთში არკვიონ გახარიამ და ივანიშვილმა, ვინ ვისი კაცია, ვინ უფრო მეტად “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ვინ უფრო მეტად რუსეთთან უფრო მეტად დაკავშირებულია. ჩვენ ჩვენს გზას მივყვებით, რომელი გზაც არის გათავისუფლება ამ ქვეყნისა “ქართული ოცნების” მავნებლური მმართველობისგან”, – აღნიშნა ბოტკოველმა.

ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები