ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო ინტერესების ღალატი

“მის გარდა ვერავინ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო ინტერესების ღალატი”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, გადამწყვეტ სიტყვას, ისევე როგორც ყოველთვის 2012 წლიდან, იტყვის ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი”.

,,ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მან მკაფიოდ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო ინტერესების ღალატი, კანონის უზენაესობის პრინციპის ღალატი და მერე – იმ პოლიტიკური გუნდის, ვინც ის პოლიტიკაში მოიყვანა. გახარიას გადადგომა იყო იმ ამომრჩევლების ღალატი, ვისაც მისი სჯეროდა… სჯეროდა, რომ დაასრულებდა პანდემიით გამოწვეულ კრისიზს, დაასრულებდა ხელოვნურად გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისის გამომწვევ ,,ნაციონალურ მოძრაობას”. წილი საბოლოოდ ნაყარია და გადამწყვეტ სიტყვას, ისევე როგორც ყოველთვის 2012 წლიდან, იტყვის ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები