სოზარ სუბარი: კეთილი იყოს “ნაცმოძრაობის” მობრძანება პარლამენტში, მეტი ხმაური იქნება, რაც მათთვის დამახასიათებელია

“კეთილი იყოს “ნაციონალური მოძრაობის” მობრძანება პარლამენტში, იქნება მეტი ხმაური, რაც მათთვის დამახასიათებელია, თუმცა, ხმაურის გარდა თუ პატარა საქმესაც გააკეთებენ, ეს იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვისაც”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პარტია საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“კეთილი იყოს მათი მობრძანება პარლამენტში, სადაც 6 თვის წინაც ზუსტად ვიცოდით, რომ შემოვიდოდნენ და არ მივეცით საბოტაჟის საშუალება. ძალიან კარგია, რომ შემოდიან. იმედი მაქვს, მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვის გადაწყვეტილებას. იქნება მეტი ხმაური, რაც მათთვის დამახასიათებელია, თუმცა, ხმაურის გარდა თუ პატარა საქმესაც გააკეთებენ, ეს იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვისაც, რადგან მათი ამომრჩეველი ამას ალბათ დაინახავს, თუკი იმუშავებენ. მე პირადად ძალიან გამიჭირდება, ყვირილით გადავფარო მათი ხმამაღალი შეძახილები. საქმესა და შინაარსზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ უპირატესობა ჩვენია”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები