გიორგი ვოლსკი: ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხია
“საკმაოდ ინტენსიური საგარეო ურთიერთობები გაგრძელდება’, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ფილიპ რიკერის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხია.
„მთავარი არსი არის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოში, რეგიონში, როგორც კავკასიაში, ასევე უფრო ფართო მასშტაბით შავი ზღვის რეგიონში არის ის თემა, რაც აღელვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. საკმაოდ ინტენსიური საგარეო ურთიერთობები გაგრძელდება. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რასაც საქართველოს სტაბილიზაცია ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დილიდან დაიწყო.