სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა.

“გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!”, – წერს ზურაბიშვილი.

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რევაზ გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები