“ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი,  „ჯორჯიან მანგანეზის„ მედიატორობით,  პროტესტის მონაწილეები   კომპანია „შუქრუთი +„  ის  შეთავაზებას დათანხმდნენ.
“ექვსი ივნისის მოლაპარაკებები წარმატებით  დასრულდა.
 „ჯორჯიან მანგანეზის„ მედიატორობით,  პროტესტის მონაწილეები   კომპანია „შუქრუთი +„  ის  შეთავაზებას დათანხმდნენ.  დღეს  მხარეებმა რამდენჯერმე გამართეს   მოლაპარაკებები.
კონსტრუქციული დიალოგის შედეგად,  მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები  მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს.   მიღწეულ შეთანხმებას  საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება.
ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას “ჯორჯიან მანგანეზი”  გაუწევს მონიტორინგს”, – აღნიშნულია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები