“ახალი ინიციატივა სამართლიანია, რადგან ამომრჩეველი ხმას რომ აძლევს პარტიას, ამით აკისრებს მას პასუხისმგებლობას განახორციელოს მანდატი” – თამარ ტალიაშვილი
“ჩემი აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით სამართლიანია, რადგან ამომრჩეველი ხმას რომ აძლევს პარტიას, ამით აკისრებს მას პასუხისმგებლობას, განახორციელოს მინიჭებული საპარლამენტო მანდატი”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ევროპული შეთანხმების არსის შესაბამისია.
“სწორედ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისკენ მოუწოდებდა ევროკავშირი, პარტნიორები და შარლ მიშელის სულისკვეთებაც ეს არის. ამიტომ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა სრულად შეესაბამება ევროპული შეთანხმების არსს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ მანდატის შესაბამისად განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობა საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ტალიაშვილმა.