სოზარ სუბარი: ამნისტია ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც მონაწილეობდა 19-20 ივნისის მოვლენებში, ზუსტად ესაა ჩაწერილი კანონპროექტში
“ამნისტია ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც მონაწილეობდა 19-20 ივნისის მოვლენებში, ზუსტად ესაა ჩაწერილი კანონპროექტში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი უნდა დაიხუროს.
„ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე. შარლ მიშელის დოკუმენტი, ყოველგვარი სულისკვეთებისა და სინქრონებს შორის ამოკითხვის გარეშე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც მონაწილეობდა 19-20 ივნისის მოვლენებში. ზუსტად ეს არის ჩაწერილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული. არავის სჭირდება არანაირი თანხმობა, ეხება ყველას, უბრალოდ, ადამიანებს დატოვებული აქვთ უფლება, რომ მას შემდეგ, რაც ამნისტია შეეხება, მან თქვას, რომ ძალიან გთხოვთ არ შემახოთ, ან კატეგორიულად მოითხოვოს, რომ არ შემახოთ“, – განაცხადა სუბარმა.