შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, მეორე მოსმენაზე ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს მეტი პარტია დაუჭერს მხარს

“იმედი მაქვს, მეორე მოსმენაზე ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს მეტი პარტია დაუჭერს მხარს”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმებას სრულად შეესაბამება.

„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი კანონპროექტი სრულად, როგორც სიტყვასიტყვით, ისე სულისკვეთებით შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ოპონენტებმა მხარი დაუჭირონ მას. პირველი მოსმენით სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ევროპელმა სოციალისტებმა“, „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს და იმედი მაქვს, მეორე მოსმენით კიდევ უფრო მეტი პარტია დაუჭერს მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები