ანრი ოხანაშვილი: ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში კოორდინებულად მოგვარდება ნინოწმინდის პანსიონის საკითხი
“ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში კოორდინებულად მოგვარდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონის უზენაესობის დაცვით უნდა წარიმართოს საქმიანობა.
„რა თქმა უნდა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით უნდა წარიმართოს ყველა ინსტიტუციის მიერ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში საქმიანობა და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში კოორდინებულად მოგვარდება აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.