რობ პორტმანი: მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს MAP-ის მიღებას

მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს MAP-ის მიღებას, ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც , – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი, ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს ნატოში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს მაპ-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას“, – განაცხადა პორტმანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები