უკრაინის პრემიერმინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. დენის შმიგალი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ ფორმატში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
შეხვედრა ასევე გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომლის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. უკრაინის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. დენის შმიგალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები