ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი წევრობა ამ ფრაქციაში არის ფორმალური, შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება

“ჩემი წევრობა ამ ფრაქციაში არის ფორმალური, შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება”, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას აღნიშნულ ფრაქციაში არანაირი როლი არ ექნება.

„ჩემი წევრობა ამ ფრაქციაში არის ფორმალური. მე არ ვმონაწილეობ პარლამენტის რუტინულ საქმიანობაში, მხოლოდ ისეთ საქმიანობაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებულია შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებთან. გიორგისა და ხათუნას ჰქონდათ სურვილი, რომ შეექმნათ ფრაქცია, რადგან ფრაქციისთვის განკუთვნილი რაღაც რესურსების გამოყენება უნდათ, მაგალითად, როგორიცაა, ბიუროს სხდომებში მონაწილეობა, ისევე როგორც მეტი დრო. მე ეგეთ რაღაცებში არ ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ, უბრალოდ, დავეხმარე ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ფრაქცია შექმნილიყო. შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება, მეტი არაფრით. სხვა არაფერი როლი არ მექნება. არ ვიღებ რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობას, სულ მცირე, ოქტომბრის არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, თუ ამას ვერ მივაღწიეთ მერე სხვა რეალობის წინაშე ვიქნებით, მაგრამ ამ წუთში ამ რეჟიმში ვარ და ამ რეჟიმში ვაგრძელებ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, ზურაბ ჯაფარიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ნაკაიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები