ვლადიმერ ბოჟაძე: მაშინ, როცა ხალხი გახარიასგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე იცინიან, იცინეთ, ბოლოს ვინ გაიცინებს, შემოდგომაზე ვნახავთ

“გიორგი გახარიას მისამართით უკვე არსებულ ორ უმწვავეს შეკითხვას ახლა მესამეც დაემატა – ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემული ან არგადაცემული წერილი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხალხი – მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც, გახარიასგან კონკრეტულ პასუხებს ელოდება.

“გიორგი გახარიას მისამართით უკვე არსებულ ორ უმწვავეს შეკითხვას ახლა მესამეც დაემატა – ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემული ან არგადაცემული წერილი. აქამდე დღის წესრიგშია ორი თემა – რატომ გადადგა გაურკვეველი მიზეზით და რატომ ითამაშა ,,ნაცების,, თამაში (ნებსით თუ უნებლიედ), მეორე კითხვა არის დაფინანსების თაობაზე (ვინ დააფინანსა უკვე განხორციელებული აქტივობები), არის თუ არა ის კეზერაშვილთან ალიანსში. იმ დროს, როცა ხალხი მისგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე იძახიან – “სასაცილოა, არასერიოზულია, პასუხს ვერ გაგცემთ”… ხალხი/ამომრჩეველი, მათ შორის, მომხრეც და მოწინააღმდეგეც კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ, პასუხების ნაცვლად კი თქვენ იცინით. იცინეთ, იცინეთ და ვინ გაიცინებს, მაგას შემოდგომაზე ვნახავთ, ანუ ვის დატოვებს გაღიმებულს ამომრჩეველი”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები