დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: “არ გავაკეთებ კომენტარს, სანამ არ გვეცოდინება დეტალები”
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სრული ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, კომენტარს მანამ ვერ გააკეთებს, სანამ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ექნება.
“არ მაქვს სრული ინფორმაცია, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს. რაც საჯაროდ არის გაცხადებული, ეს ვიცი. ჯერ არ გავაკეთებ კომენტარს, სანამ არ გვეცოდინება დეტალები”, – ამბობს ჯაღმაიძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.