ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ “ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით”.

“ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია.

პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანლის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და  იქედან გამომდინარე ყველა პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს.

სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული, პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით”, – წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები