თამთა მეგრელიშვილი: ნუთუ რევოლუციური სცენარი შეკრული იყო? დამაფიქრებელია მამუკა არეშიძის მოსაზრებები

“საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებული პარტიის წარდგენაზე არ/ ვერ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ექსპერტ მამუკა არეშიძის მოსაზრებები, რომელიც მან “კვირასთან” ინტერვიუში გამოთქვა, დამაფიქრებელია.

“გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი – მანამ, სანამ გახარიამ თავად არ განაცხადა – ,,არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობასა და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”.

საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, გახარიას მიერ ჩამოყალიბებული პარტიის წარდგენაზე არ/ ვერ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა.

არაფორმალური საუბრისას მოსმენილი ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან ლიდერთან, გამიმყარდა, როცა მამუკა არეშიძის ექსპერტული ანალიზი წავიკითხე.

ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სვლა და გეგმა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი, გახარიას გადადგომით დასრულდა.

ფაქტია, 18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ვიდეო მიმართვაში ალტერნატიულ მთავრობის შექმნის იდეით გამოვიდა.

ლოგიკურია საზოგადოებაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის მყარ საფუძველს შექმნიდა წინასწარ დაგეგმილი სისტემური რღვევის იმიტაცია თუ ,,ნაციონალური მოძრაობის,, გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელი საჯარო განცხადებით დატოვებდა სისტემასა და ალტერნატიულ მთავრობას „აღიარებდა”.

ნუთუ რევოლუციური სცენარი შეკრული იყო

ლოგიკურია კულმინაცია იქნებოდა მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა.

სარფში მას დახვდებოდნენ აქტივისტები და კანონისა და უკანონობის ჭიდილში სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” რიგით მეორე გმირი გახდებოდა (მელიას შემდეგ).

დამაფიქრებელია მამუკა არეშიძის მოსაზრებები, დამაფიქრებელია…”, – წერს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამდე კომუნიკაცია ჰქონდა ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიპთან და მისი გადადგომა სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები