ლევან იოსელიანი: “ნაცმოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთოს
“მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.
მისივე თქმით, შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს.
„ეს არის შეთანხმება, რომელსაც ფაქტობრივად, მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო. ამას მხარს უჭერს აშშ, ევროკავშირი, პოლიტიკური კლასი საქართველოში და ამ კონტექსტიდან ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ ამოვარდნილი. მგონია, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და უკვე სრულფასოვნად ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში”, – განაცხადა იოსელიანმა.