“დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ ანუ იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მასობრივი შეკრების ადგილას პირბადის გამოყენება აუცილებელია.
„გასაგებია, სოფელში ან ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ მასობრივი შეკრების ადგილას, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა იხმაროთ. სანაპიროზე, თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადეს ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ დადიხართ ბულვარში, ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.